წინამდებარე დოკუმენტი განსაზღვრავს ამ ვებ-საიტის, https://eauth.ge, გამოყენების წესებსა და პირობებს. ამ ვებსაიტის მფლობელი და განმკარგველი არის შ.პ.ს იაუთი.
ეს "პირობები" წარმოადგენს ამ ვებ–საიტის საშუალებით შემოთავაზებული სხვადასხვა სერვისების წვდომასა და გამოყენებასთან დაკავშირებულ იურიდიულ შეთანხმებას შ.პ.ს იაუთი-ს და თქვენს შორის.
ამ ვებ-საიტის გამოყენებით, თქვენ უშუალოდ ეთანხმებით ამ პირობებს. თუ არ ეთანხმებით მოცემულ წესებსა და პირობებს, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ ამ ვებ-საიტის გამოყენება.
https://eauth.ge-ის მიერ მომხმარებლის პირადი ინფორმაციის დამუშავება რეგულირდება კონფიდენციალურობის პოლიტიკით, რომელიც ამ წესებისა და პირობების განუყოფელი ნაწილია და ამ პირობებისა და პირობების შესახებ თანხმობის გამოხატვით, თქვენ ეთანხმებით კონფიდენციალურობის პოლიტიკასაც.
შ.პ.ს იაუთი-მ შეიძლება საკუთარი შეხედულებისამებრ, წინასწარი შეტყობინების გარეშე, ნებისმიერ დროს გადახედოს ამ წესებსა და პირობებს. თუ პირობები შეიცვალა, ის ამავე ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება და მოცემული ცვლილების თარიღი განახლდება. შესწორებული წესები და პირობები ძალაში შედის ცვლილების თარიღიდან (თუ სხვა თარიღი არ არის უშუალოდ დაკონკრეტებული). ცვლილებების გამოქვეყნების შემდეგ, ამ ვებსაიტის გამოყენების გაგრძელებით, თქვენ ასევე ეთანხმებით ყველა ცვლილებას.
ამ საიტის ფუნქციონალობის გამოსაყენებლად, თქვენ უნდა დაარეგისტრიროთ ანგარიში, სადაც მოგეთხოვებათ პირადი ინფორმაციის შეყვანა. ვებსაიტზე წვდომისას გამოყენებული ანგარიშის დეტალების დაცვა თქვენი მოვალეობაა. თუ თქვენი ანგარიშით არავტორიზებულმა პირმა ისარგებლა, მაგალითად, თუ ვინმემ შეძლო თქვენი პაროლის გარკვევა, დაუყოვნებლივ უნდა გვაცნობოთ.
https://eauth.ge-ის პლატფორმა შუამავლის როლს ასრულებს თქვენსა და თქვენს კლიენტებს შორის. შ.პ.ს. იაუთი დამოუკიდებელია იმ ორგანიზაციებისაგან, რომლებიც უშუალოდ სწევენ მოსახურებას https://eauth.ge-ის საშუალებით. შესაბამისად, შ.პ.ს. იაუთი არ არის პასუხისმგებელი ამ ორგანიზაციების ქმედებებზე, მათ მიერ გაწეული საქმიანობებზე და ხარისხზე.
ამ საიტის სარგებლობით თქვენ ქმნით თქვენს კლიენტთან კონტრაქტს, რითიც ის ადასტურებს რომ თანახმაა დამუშავდეს მისი პირადი ინფორმაცია.
https://eauth.ge SMS შეტყობინებების აბონენტებამდე მისატანად სარგებლობს სხვადასხვა პარტნიორი ოპერატორი კომპანიების მომსახურებით, შესაბამისაც შ.პ.ს. იაუთი არ აგებს პასუხს თუ გაგზავნილი SMS არ მივა აბონენტებამდე, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს პარტნიორი ოპერატორი კომპანიების შიდა პოლიტიკით და ასევე შ.პ.ს. იაუთი არ აგებს პასუხს თუ პარტნიორი ოპერატორი კომპანიების ხარვეზის გამო ვერ მოხდა SMS შეტყობინებების აბონენტებამდე მისატანა.
ამ საიტზე თქვენი ორგანიზაციის კლეინტის დამატებისას, თქვენ ეთანხმებით რომ ის (კლიენტი) თანახმაა რომ მისი კონტრაქტის მონაცემები შენახულ იქნეს ჩვენს ბაზაში.
შ.პ.ს. იაუთი SMS-ებს აგზავნის მხოლოდ ქართული ოპერატორი კომპანიების ნომრებზე, დაწყებული (+995).
შ.პ.ს. იაუთი მომხმარებლის მიერ რეგისტრირებულ კონტრაქტებს ინახავს მის სისტემაში უვადოდ და ხელმისაწვდომია კომპანიისთვის.
შ.პ.ს. იაუთი არ არის უფლებამოსილი, გასცეს ინფორმაცია მომხმარებლის და მისი კლიენტების პირადი მონაცემების და შეტყობინების ტექსტების თაობაზე მესამე პირებზე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
შ.პ.ს. იაუთი ვალდებულია შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოს მისი ვებ-გვერდის გამართული მუშაობა. თუმცა პასუხისმგებლობა არ ეკისრება თუ ვებ საიტით სარგებლობა შეწყვეტილ იქნა ტექნიკური ხარვეზებისა ან კიბერ დანაშაულის გამო.
კლიენტი ამ ვებ საიტით სარგებლობამდე ყიდულობს ერთ თვიან პაკეტს, რომლის დროსაც შ.პ.ს. იაუთი უხსნის მას წვდომას რომ მან დაარეგისტრიროს და გააგზავნოს SMS-ით კონტრაქტების ბმული, SMS-ით გაგზავნილი კონტრაქტის ბმულები არ უნდა აღემატებოდეს შეძენილ პაკეტში წინასწარ განსაზღვრულ რაოდენობას.
თუ კლიენტი გადავა ახალ პაკეტზე, შ.პ.ს. იაუთი ერთი სამუშაო დღის ვადაში უკან დაუბრუნებს ძველ დაუმთავრებელ პაკეტზე დარჩენილი დღეების შესაბამის თანხას.
თუ კლიენტის მიერ შეძენილი პაკეტის დასრულებისას SMS-ების სრულიად არ იქნა გამოყენებული, დარჩენილი SMS-ები ნულდება და არ გადადის და ემატება მომდევნო თვის პაკეტს.
შ.პ.ს. იაუთი-ს პასუხისმგებლობა მისი ბრალეულობით/დაუდევრობით გამოწვეული ნებისმიერი დანაკარგის ან ზარალის გამო, შემოიფარგლება მხოლოდ იმ თანხით, რომელიც მომხმარებელმა გადაიხადა შესაბამისი მომსახურებისათვის.
თუ კლიენტი არ გადაიხდის ყოველთვიურ გადასახადს, მას შეეზღუდება შ.პ.ს. იაუთი-ს სერვისით სარგებლობა და აღუდგება მას შემდეგ, რაც განახორციელებს გადახდას.
თუ კლიენტი გააუქმებს შ.პ.ს. იაუთი-თან თანამშრომლობას, საიტზე კიდევ ერთი წლით შეინახება კლიენტის კომპანიის მონაცემები, რის შემდეგაც მოხდება მათი წაშლა.
საიტის მომსახურებისათვის კლიენტი იხდის ყოველთვიურ თანხას, რომლის ჩამოჭრაც ბარათიდან ავტომატურად ხორციელდება, რომელიც ხდება ბარათის მონაცემების შეყვანისას ამ მონაცემების შენახვით. ეს მონაცემები არ ინახება შ.პ.ს. იაუთი-ს ბაზაში, ყველა ამ მონაცემს ინახავს ბანკი.
საიტით მომსახურებით კლიენტი ეთანხმება რომ მისი დარეგისტრირებული კომპანიის მონაცემები შეიძლება საიტმა ღიად განათავსოს თავის გვერდზე, როგორც მისი კლიენტი.
თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია შეიძლება მითითებული იყოს კლიენტის კონტრაქტის გვერდზე, რაიმე დაუზუსტებლობის დასადგენად.
იმ შემთხვევაში თუ კლიენტს აღარ სურს არსებული სერვისით სარგებლობა, განაცხადის საფუძველზე შეუჩერდება წვდომა და დაუბრუნდება ბოლო აქტიური არჩეული პაკეტის დარჩენილი დღეების თანხა.
ამ საიტზე დარეგისტრირებით თქვენ ადასტურებთ:
თუ თქვენ დაარღვევთ ამ წესებსა და პირობებს, შეჩერდება ამ ვებსაიტის გამოყენების შესაძლებლობა შეგიჩერდებათ. შ.პ.ს. იაუთი-მ შეიძლება, საკუთარი შეხედულებისამებრ, შეწყვიტოს თქვენი წვდომა ვებსაიტზე, ან მის რომელიმე ნაწილზე, ნებისმიერი მიზეზის გამო, წინასწარი გაფრთხილების გარეშე. გარდა ამისა, შ.პ.ს. იაუთი არ არის პასუხისმგებელი თქვენი, ან მესამე მხარის წინაშე შეწყვეტის გამო გამოწვეული ზიანისთვის.
ამ საიტის გამოყენებისას, თქვენ ეთანხმებით, რომ:
„მხარეები“ თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული ვალდებულებებისთვის ან არაჯეროვნი შესრულებისთვის, თუ აღნიშნული შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება გამოწვეული იყო დაუძლეველი ძალით ან გარემოებებით, რომელთა დადგომისას (არსებობისას) „მხარე“ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, მოკლებული იყო შესაძლებლობას ჯეროვნად შეესრულებინა „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული ვალდებულებები. აღნიშნულ დაუძლეველ გარემოებებს განეკუთვნება (მაგრამ არ შემოიფარგლება) ყველა სახის სტიქიური უბედურება, მიწისძვრა, წყალდიდობა, ქარიშხალი და სხვა, ეპიდემია, პანდემია, სამოქალაქო არეულობა, აჯანყება, გაფიცვა, საბოტაჟი, ბლოკადა, საომარი მოქმედება, სამოქალაქო ომი, ომი, საჰაერო საგნის ზემოქმედება, საქართველოს კანონმდებლობაში მომხდარი ცვლილებები, შ.პ.ს. „იაუთი“-ს ავარიული სიტუაცია, თუ ეს ავარიული სიტუაცია შეიქმნა შ.პ.ს. „იაუთი“-სგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო (ფორს-მაჟორული გარემოებები).
წინამდებარე პირობები და წესები რეგულირდება საქარველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
ნებისმიერი დავა ან უთანხმოება, რომელიც წარმოიშობა წინამდებარე პირობების ან მასთან დაკავშირებული მომსახურების თაობაზე, განსახილველად უნდა წარედგინოს თბილისის საქალაქო სასამართლოს.