სერვისები

ხელშეკრულებები

რა სერვისით შეგიძლიათ ისარგებლოთ

თუ თქვენს კომპანიას ყავს კლიენტები რომლებთანაც აფორმებთ ერთჯერად ხელშეკრულებებს, მაგ: თანხმობა პირადი ინფორმაციის დამუშავებისთვის ან რაიმე სერვისის გასააქტიურებლად ერთჯერადი კოდის მიღება მობილურზე, და ხელშეკრულებებს ბეჭდავთ და ინახავთ, აწი უკვე ჩვენი პორტალის დახმარებით ეს ყველაფერი შეიძლება გაკეთდეს ელექტრონულად. ხელშეკრულებები შეინახება ჩვენთან ციფრულად.

როგორ მუშაობს

თქვენ რეგისტრირდებით ჩვენს საიტზე, შემდეგ ქმნით კომპანიას (კომპანია გადის ვალიდაციას), ქმნით წინასწარ რამდენი ხელშეკრულებაც გჭირდებათ იმდენ შაბლონს და შემდეგ კლიენტის რეგისტრაციისას (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონი) და შესაბამისი შაბლონის არჩევისას, იქმნება ავტომატურად ხელშეკრულება (კლიენტის პირადი მონაცემების გადაკოპირაბა აღარაა საჭირო, ეს მონაცემები ავტომატურად ჯდება ხელშეკრულების შაბლონში).

შემდეგ ზემოთ შექმნილი ხელშეკრულება ავტომატურად ეგზავნება კლიენტს მითითებულ მობილურის ნომერზე SMS-ის სახით, რომელშიც არის უკვე თავად ხელშეკრულების ბმული, რაზეც გადადის თქვენი კლიენტი და ადასტურებს ერთი ღილაკის დაჭერით.

დამატებითი პუნქტი: თუ კლიენტი ერთი საათის განმავლობაში არ დაადასურებს ხელშეკრულებას, შემდეგში მისი დადასტურება ვეღარ მოხდება და თავიდან იქნება საჭირო შექმნა.

მომხმარებლები

ამ პორტალით მუშაობისას თქვენ შეგიძლიათ შექმნათ რამოდენიმე მომხმარებელი და თითოეულმა იმუშაოს თავის კლიენტებთან (მომხმარებლების მაქსიმალური რაოდენობა დამოკიდებულია იმ პაკეტზე რომელსაც თქვენ აირჩევთ).

თქვენ როგორც ადმინისტრატორს გექნებათ შესაძლებლობა ნახოთ შექმნილი ხელშეკრულებების სტატისტიკა როგორც თარიღის ასევე თქვენი მომხმარებლების მიხედვით.

ხელშეკრულებების შენახვა

ხელშეკრულებები ინახება ჩვენს სერვერზე, მისი მოძებნა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, თუ ვის როდის და რა ხელშეკრულება გაუფორმეთ. ასევე შესაძლებელი იქნება ამ ხელშეკრულების pdf-ის სახით ჩამოტვირთვა.

ხელშეკრულებების შენახვა უვადოა, სანამ თქვენ იქნებით ჩვენი კლიენტი (ასევე ჩვენთან კონტრაქტის გაწყვეტის შემთხვევაში თქვენ კიდევ ერთი წლით შეგენახებათ ინფორმაცია, რის შემდეგაც მოხდება მისი წაშლა).

რა არის API

კლიენტთან მუშაობის ზემოთ მოყვანილი ყველა პუნქტი შეიძლება გაკეთდეს თქვენივე შიდა პროგრამიდან. თუ თქვენი კომპანია იყენებს რაიმე პროგრამას, პროგრამისტებმა შეუძლიათ ჩაამონტაჟონ ეს ფუნქციონალი თქვენთან, რის შემდეგაც თქვენ აღარ დაგჭირდებათ ჩვენს პორტალზე შემოსვლა, ჩვენი პროგრამები გააკეთებენ კომუნიკაციას ამ API-ს საშუალებით.

API-ს გამოსაყენებლად საჭიროა კომპანიას შეუქმნათ თოქენი, დაწვრილებით როგორ მუშაობს ეს სერვისი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: API

გამოკითხვები

რა სერვისით შეგიძლიათ ისარგებლოთ

თუ თქვენს კომპანიას ყავს კლიენტები, რომლებთანაც გსურთ გამოკითხვის ჩატარება: თქვენს მიერ გაწეული სერვისის უკუკავშირისთვის, ან კლიენტის ინფორმაციის წინასწარ შეგროვებისთვის, ან რაიმე სტატისტიკის მიზნით. აწი ეს გამოკითხვები შეიძლება გაკეთდეს ელექტრონულად, კლიენტს მიუვა სმს-ით ან იმეილზე ბმული, სადაც იქნება, წინასწარ თქვენი შექმნილი, გამოკითხვის ფორმა.

როგორ მუშაობს

თქვენ რეგისტრირდებით ჩვენს საიტზე, შემდეგ ქმნით კომპანიას (კომპანია გადის ვალიდაციას), ქმნით წინასწარ რამდენი გამოკითხვაც გჭირდებათ იმდენ ფორმას და შემდეგ კლიენტის რეგისტრაციისას (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონი) და შესაბამისი ფორმის არჩევისას, იქმნება ავტომატურად გამოკითხვა, რომელიც ეგზავნება კლიენტს და ავსებს მას.

დამატებითი პუნქტი: კლიენტის სრული ანონიმურობისთვის, თქვენ შეგიძლიათ ჩვენს პორტალზე არ შეავსოთ მისი პირადი ნომაცემები: სახელი, გვარი, პირადი ნომერი და გამოიყენოთ თქვენს მიერ მინიჭებული რაიმე უნიკალური კოდი.

გამოკითხვის შენახვა

შევსებული გამოკითხვა ინახება ჩვენს სერვერზე, მისი მოძებნა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, თუ ვის როდის და რა გამოკითხვა გაუგზავნეთ. ასევე შესაძლებელი იქნება ამ გამოკითხვის pdf-ის სახით ჩამოტვირთვა.

გამოკითხვის შენახვა უვადოა, სანამ თქვენ იქნებით ჩვენი კლიენტი (ასევე ჩვენთან კონტრაქტის გაწყვეტის შემთხვევაში თქვენ კიდევ ერთი წლით შეგენახებათ ინფორმაცია, რის შემდეგაც მოხდება მისი წაშლა).

რა არის API

კლიენტთან მუშაობის ზემოთ მოყვანილი ყველა პუნქტი შეიძლება გაკეთდეს თქვენივე შიდა პროგრამიდან. თუ თქვენი კომპანია იყენებს რაიმე პროგრამას, პროგრამისტებმა შეუძლიათ ჩაამონტაჟონ ეს ფუნქციონალი თქვენთან, რის შემდეგაც თქვენ აღარ დაგჭირდებათ ჩვენს პორტალზე შემოსვლა, ჩვენი პროგრამები გააკეთებენ კომუნიკაციას ამ API-ს საშუალებით.

API-ს გამოსაყენებლად საჭიროა კომპანიას შეუქმნათ თოქენი, დაწვრილებით როგორ მუშაობს ეს სერვისი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: API