საიტი eauth.ge არის შპს იაუთი-ს სერვისი. ეს დოკუმენტი განმარტავს თუ როგორ იყენებს ჩვენი ორგანიზაცია შეგროვებულ პერსონალურ მონაცემებს, როდესაც თქვენ ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობთ.
eauth.ge პირადი მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების საკითხში, ორი ფუნდამენტური პრინციპით ხელმძღვანელობს:
ეს კონფიდენციალურობის პოლიტიკა ჩვენი მომსახურების პირობების ნაწილია. მომსახურების პირობებს შეგიძლიათ გაეცნოთ https://eauth.ge/terms/ გვერდზე.
eauth.ge აგროვებს შემდეგ პირად მონაცემებს:
ჩვენ ასევე ავტომატურად ვაგროვებთ ინფორმაციას თქვენი კომპიუტერის, ბრაუზერისა თუ მობილური მოწყობილობის შესახებ, როგორიცაა:
Cookies არის ტექსტური ინფორმაცია რომელიც თქვენს ბრაუზერში ინახება. ჩვენს ვებ-გვერდზე ვიზიტისას, ჩვენ შეიძლება ავტომატურად შევაგროვოთ საჭირო ინფორმაცია Cookies ან მსგავსი ტექნოლოგიების მეშვეობით, რათა ჩვენს სისტემაში შესვლის და ჩვენი მოსახურებით სარგებლობის საშუალება მოგცეთ. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ https://allaboutcookies.org
თქვენ eauth.ge-ს პირდაპირ აწვდით იმ მონაცემების უმეტესობას, რომლებსაც ვაგროვებთ. ჩვენ ვაგროვებთ და ვამუშავებთ მონაცემებს, როდესაც:
ასევე შეიძლება მონაცემები არაპირდაპირი გზით მივიღოთ, ჩვენს სერვისში ჩართული ან ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციებისგან.
eauth.ge აგროვებს თქვენს მონაცემებს, იმისთვის რომ:
ჩვენი კომპანია საიმედოდ ინახავს თქვენს მონაცემებს. ჩვენი მომსახურების მიწოდებისა და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებისას პირადი მონაცემების დაცულობა პირველადი კრიტერიუმია. ამიტომ ჩვენ მონიტორინგს ვუტარებთ და პერიოდულად ვანახლებთ ჩვენს პროგრამულ სერვისებს, რათა ის შესაბამისობაში იყოს თანამედროვე უსაფრთხოების სტანდარტებთან.
თქვენი მონაცემები ინახება ევროპის ეკონომიკურ ზონაში განთავსებულ სერვერებზე. ჩვენთვის სერვერული მომსახურების გამწევ კომპანიებს თქვენს მონაცემებთან უშუალო წვდომა არ აქვთ.
სამწუხაროთ, ვერცერთი მომსახურება ვერ იქნება სრულიად უსაფრთხო, — თუ თქვენ ეჭვობთ, რომ თქვენს eauth.ge ანგარიშს ან პირად ინფორმაციას საფრთხე შეექმნა, მაგალითად, თუ ვინმემ შეძლო თქვენი პაროლის გარკვევა, გთხოვთ დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდეთ [email protected] მისამართზე.
თუ ერთი წლის განმავლობაში არ ისარგებლებთ ჩვენი სერვისით, თქვენი პირადი ინფორმაცია წაიშლება. თუ ამის შემდეგ კვლავ დაგჭირდათ ჩვენი მომსახურებით სარგებლობა, ახალი ანგარიში უნდა გახსნათ.
ყველა მომხმარებელი უფლებამოსილია შემდეგზე:
თუ გსურთ ამ ნებისმიერი უფლებით სარგებლობა, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ჩვენს ელ-ფოსტაზე: [email protected]
eauth.ge-ის ვებ-გვერდი შეიცავს სხვა ვებ–გვერდების ბმულებს. ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა ვრცელდება მხოლოდ ჩვენს ვებსაიტზე. ასე რომ, თუ სხვა საიტის ბმულს დააჭირეთ, პარტნიორი ორგანიზაციების საიტზე მოხვდით, ან მომსახურების ღირებულების გადახდისას მიმწოდებლის გვერდზე გადახვედით, უნდა წაიკითხოთ მათი კონფიდენციალურობის პოლიტიკა.
eauth.ge პერიოდულად ანახლებს კონფიდენციალურობის პოლიტიკას. განახლებები ამავე გვერდზე იქნება განთავსებული. ბოლო განხლების თარიღი ამ დოკუმენტის დასაწყისშია მოცემული.
თუ გაქვთ შეკითხვები კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე, ჩვენს მიერ შენახულ მონაცემებზე, ან გსურთ ისარგებლოთ მონაცემების დაცვის ერთ-ერთი უფლებით, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელ-ფოსტაზე: [email protected]
თუ გსურთ საჩივრის შეტანა, ან თუ ფიქრობთ, რომ ჩვენ თქვენი პირადი უსაფრთხოების მოთხოვნები ვერ დავაკმაყოფილეთ, შეგიძლიათ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიმართოთ:
ტელ: (+995 32) 242 1000 ელ.ფოსტა: [email protected] მისამართი: ვაჩნაძის ქ. 7, თბილისი 0105, საქართველო